ნაპოლის მწვრთნელმა ნტონიო კონტემ ტორინოსთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
„კვარა იმედგაცრუებული იყო, თუმცა მე მშვიდად ვარ. ხვიჩა მუდამ უმატებს, განსაკუთრებით მონდომებისა და გამბედაობის ნაწილში.
ის იმედგაცრებული იყო, იმიტომ რომ ორი კარგი შანსი ჰქონდა რომასთან. მას განვითარება სურს, ჯერ მხოლოდ 23 წლისაა.
მოედანზე კვარას სახიტ ვხედავ ფეხბურთელს, რომელსაც წინ ნაბიჯის გადადგმა სურს. ის კარგი ბიჭია, რომელსაც ესმის, რომ კიდევ შეუძლია მომატება და ამიტომ მუშაობს ძალიან ბევრს, რათა ტოპ დონეს მიაღწიოს“. – განაცხადა კონტემ.
Post Views: 696