იტალიურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება.
Napolicalviolive წერს, რომ ხვიჩას გამოჯანმრთელებას შესაძლოა, იმაზე მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე თავიდან იყო გათვალისწინებული.
ქართველი შემტევის მდგომარეობასთან დაკავშირებით „ნაპოლის“ ყოფილმა ექიმმა, ალფონსო დე ნიკოლამ ისაუბრა და განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რომ ანტონიო კონტეს ხვიჩას რაც შეიძლება მალე დაბრუნება სურს, ის 2024 წელს ვეღარ ითამაშებს.
„ხვიჩასთვის 2024 წელი დასრულებულია. დარწმუნებული ვარ, „ნაპოლი“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ის რაც შეიძლება მალე დაიბრუნოს, მაგრამ როგორც წესი, ტრავმა, რომელიც მან მიიღო, რამდენიმეკვირიან რეაბილიტაციას საჭიროებს.” – ამბობს ნაპოლის ყოფილი ექიმი.
Post Views: 1,320