ბევრი გულშემატკივრის აზრით, ხვიჩა კვარაცხელია წელს არასტაბილურია და იმ დონის ფეხბურთს ვერ აჩვენებს, რასაც მისგან ელიან.
იტალიელი ექსპერტების ნაწილის აზრით კვარაცხელიას რეგრესი აქვს, თუმცა მისი სატრანსფერო ღირებულება სულ სხვა რამეზე მეტყველებს.
Transfermarkt-მა ქართველი ვარსკვლავის საბაზრო ღირებულება განაახლა და ხვიჩას ფასმა მოიმატა.
ბევრს ეგონა, რომ “კვარას” ფასი დაიკლებდა, თუმცა ხვიჩა 18 დეკემბერს განახლებული მონაცემების მიხედვით 80 მილიონის ნაცვლად უკვე 85 მილიონი ევრო ღირს.
ამ მაჩვენებლით კი კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია ნიკოლო ბარელას შემდეგ.
Post Views: 435