ბექაური ამჯერად სკანდალში თავისივე ინსტაგრამის გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო მოხვდა. ჩემპიონი გვიან ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე პორშეს ფირმის ნაჩუქარი ავტომობილით ლომის ბოკვერთან ერთად ბასლაინის რიგში სეირნობს. “კადიროვი რომ იკადრებს, მხოლოდ ეგეთი კინოსცენარია…” – წერენ ვიდეოს კომენტარებში.
ლაშა ბექაურის დედა, ვიკა წიკლაური „პალიტრავიდეოსთან“ ამბობს, რომ ეს ლომის ბოკვერი ლაშასი არ არის და არ იცის როგორ აღმოჩნდა მისი შვილის ხელში.
“ლაშას სახლში ბოკვერი არ ჰყავს, მისი არ არის, სხვებმაც დადეს ამ ბოკვერთან ვიდეობი, მაგრამ ყველაფერი ლაშასი ჩანს, სახლში ძაღლი არ მოვაყვანინე და ლომის ბოკვერს სახლში რა უნდა?! ” – ამბობს წიკლაური
Post Views: 2,439