“სამწუხაროდ კვარაზე უნდა ვთქვათ რომ..” – რას წერენ Gazzetta dello Sport და Goal ხვიჩას შესახებ

“სამწუხაროდ კვარაზე უნდა ვთქვათ რომ..” – რას წერენ Gazzetta dello Sport და Goal ხვიჩას შესახებ

ხვიჩა კვარაცხელია როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე შედარებით ჩაქრა. ამას ისიც მოწმობს, რომ სულ მალე ქართველის უგოლო სერია 6 თვეს მიაღწევს.

აღნიშნული საკითხი უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ იტალიურ მედიაში. Gazzetta dello Sport ამ საკითხზე სტატიას აქვეყნებს:

“რუდი გარსიას ვალდებულებაა, ქართველი ფეხბურთელი გამოაღვიძოს, რომელსაც თავისუფლად აქვს გოლებსა და ასისტებში ორნიშნა რეზულტატის მიღწევის საშუალება. კვარა დიდი ხანია უგოლოდაა და მალე ეს პერიოდი 6 თვესაც კი მიაღწევს.

ბოლო გოლი კვარაცხელიამ 19 მარტს გაიტანა. ამის შემდეგ ხვიჩას მხოლოდ 2 ასისტი აქვს და ბევრი ისეთი შეხვედრა, რომელზეც საგოლე კონტრიბუციის გარეშეც ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე.

ახლა კვარაცხელიასგან “ნაპოლიში” მეტს ითხოვენ”

კვარას შესახებ Goal.com-იც აქვეყნებს სტატიას.

“ის ფორმიდან წინა სეზონის მეორე ნახევრიდან ამოვარდა, არადამაჯერებელია ნაკრებშიც, ხოლო საქართველო კატასტროფულად ეცემა.

ხვიჩა გასული სეზონის პირველ ნახევარში უდავოდ ბრწყინვალე იყო, მაგრამ მას შემდეგ მეტოქეებმა შეძლეს კვარაცხელიას გაშიფვრა და ასე თუ ისე მას აჩერებენ, წესების დაცვით თუ ჯარიმებით.

კვარაცხელიას ანგარიშზე სერია ა-ს ბოლო 13 მატჩში 2 ასისტია. ის ნაკრების უდავო ლიდერია, თუმცა მასთან ერთად ქართველებს ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე და მამარდაშვილი ჰყავთ.”

Leave a Comment