ცნობილმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ, პსჟ კვარაცხელიას სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს გადაიხდის, მხარეები 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებენ.
ოდნავ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ ჯანლუკა დი მარციო და ნიკოლო სკირა. დი მარციოს მიხედვით, „ნაპოლი“ ფიქსირებული თანხის სახით, 75 მილიონ ევროს მიიღებს და ტრანსფერში სხვა ფეხბურთელი არ იქნება ჩართული.
იმავე თანხას ასახელებს სკირა და დასძენს, რომ „კვარას“ ხელფასი 9 მილიონს პლუს 2 მილიონის ოდენობის ბონუსებია.
Post Views: 1,376