როგორ ეხმაურება ფრანგული პრესა კვარაცხელიას თამაშს – გამოცემები ასახელებენ თარიღს, როდის დაიწყებს კვარა გოლების გატანას

როგორ ეხმაურება ფრანგული პრესა კვარაცხელიას თამაშს – გამოცემები ასახელებენ თარიღს, როდის დაიწყებს კვარა გოლების გატანას

ფრანგული პრესა ხვიჩა კვარაცხელიას “ლე მანთან” თამაშს ეხმაურება.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა Le Parisien წერს :

„ჯერ კიდევ მოგვიწევს ცოტა ლოდინი, სანამ ხვიჩა კვარაცხელია გოლის გატანას იზეიმებს.

70 მილიონ ევროდ ნაყიდი ფეხბურთელი არ ჩქარობს, რომ საკუთარი შესაძლებლობები აჩვენოს. თუმცა კლუბში ყველამ იცის, რომ კვარას რამდენიმე კვირა დასჭირდება, რათა ლუის ენრიკეს ტაქტიკას მოერგოს“.

ასევე კვარაცხელიას თამაშს Le Figaro ეხმაურება :

„მართალია, საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ 90 წუთის განმავლობაში, თამაშში იყო ჩართული. იმის ფონზე, რომ მისი გუნდი პირველ ტაიმში მიძინებული იყო, კვარაცხელია სიტუაციის გამწვავებას ცდილობდა და საკუთარი ფლანგიდან სახიფათო მომენტები შექმნა.

ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი საკუთარ ადგილს ნელ-ნელა პოულობს და ათამაშდება, რის შემდეგაც გუნდში მნიშვნელოვანი როლი ექნება“.

Leave a Comment