ნაპოლის ბოსის უარი კვარას აგენტს – II Mattino სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს

ნაპოლის ბოსის უარი კვარას აგენტს – II Mattino სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს

II Mattino “ნაპოლის” ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალ ცნობებს ავრცელებს.

წყაროს თანახმად, კვარას აგენტსა და “პარტენოპეის” პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს შორის კიდევ ერთი შეხვედრა შედგა. ცხადია, მოლაპარაკებების საგანი ამჯერადაც ხვიჩას კონტრაქტი გახლდათ.

გამოცემა ირწმუნება, რომ მამუკა ჯუღელი 22 წლის გარემარბის გამოსასყიდი თანხის 90 მილიონი ევროთი განსაზღვრას ითხოვს, ეს კი დე ლაურენტისის უკმაყოფილებას იწვევს.

ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს უნდა, კვარაცხელიას გამოსასყიდი თანხა 150 მილიონი ევრო იყოს.

ამ ეტაპისთვის როგორც ჩანს აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩას კონტრაქტს არ ანახლებს და მეტიც, არ სურს რომ რომელიმე გუნდმა მისი გამოსყიდვა 90 მილიონ ევროდ შეძლოს.

ჯერ ვერ ვიტყვით, მოლაპარაკებები როგორ გაგრძელდება, მაგრამ მხარეების პოზიციები ახლა საგრძნობლად განსხვავებულია.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *