ხვიჩა 58 წუთი ათამაშეს – რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ 10-ქულიანი სისტემით ბრესტის წინააღმდეგ ?

იქნება თუ არა კვარაცხელია ტულუზასთან ძირითადში – ფრანგული გამოცემები ახალ ინფორმაციას ავრცელებენ

შაბათს, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ლიგა 1-ის მორიგ ტურში სტუმრად, „ტულუზას“ დაუპირისპირდება, რომელიც სატურნირო ცხრილში 27 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.

ფრანგული მედია პარიზული გუნდის სავარაუდო სასტარტო თერთმეტეულზე წერს, რომელსაც ლუის ენრიკე ამ შეხვედრისთვის აირჩევს. პსჟ-სთან დაახლოებული სააგენტო VIPSG.fr აღნიშნავს, რომ ესპანელი სპეციალისტი რამდენიმე ფეხბურთელს დასვენების შესაძლებლობას მისცემს, ხვიჩა კვარაცხელია კი მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.

გამოცემის ვერსიით ძირითადი თერთმეტეული ასეთია: დონარუმა – ჰაკიმი, ბერალდო, პაჩო, ლუკას ერნადესი – ფაბიან რუისი, ვიტინია, ლი – ხვიჩა კვარაცხელია, დუე, ბარკოლა.

Leave a Comment