მსოფლიოს 25 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ცნობილია – რომელ ადგილზეა კვარაცხელია სიაში და რა ღირს ქართველი ამჟამად ?

რა შეფასებები დაუწერეს 10-ქულიანი სისტემით კვარაცხელიას ცნობილმა იტალიურმა გამოცემებმა ლივერპულის წინააღმდეგ ?

ცნობილი იტალიური გამოცემები ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას ეხმაურებიან.

Eurosport.it – 7 ქულა: პირველ თამაშში ძალიან კარგი იყო, საპასუხო მატჩში კი დამაჯერებლად ითამაშა. უპირველეს ყოვლისა, ის თავგანწირვის და ბრძოლის სულისთვის უნდა შევაქოთ, რომელიც მოედანზე აჩვენა.

ის წითლებს ყველგან დასდევდა და ერთ ეპიზოდში სალაჰის დარტყმაც დაბლოკა, რითაც თავისი გუნდი გაშვებულ გოლს გადაარჩინა. სახიფათო იყო შეტევაშიც და გოლის გატანის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, მაგრამ ერთხელ გრავენბერხმა დაუბლოკა დარტყმა, მეორე კი ააცილა.

Tuttomercatoweb – 6.5 ქულა: თავისი კლასის სიკაშკაშე მონაცვლეობით ჰქონდა. სალაჰის დარტყმის დროს, მისი მოძრაობა გადამწყვეტი იყო, რითაც შესაძლოა, გუნდი გავარდნასაც კი გადაარჩინა. როდესაც შანსი ეძლეოდა, მუდამ ხიფათს ქმნიდა, ეს ჯერ პასებში, შემდეგ კი დარტყმებში აისახა.

წყარო : Crystalsport.ge

Leave a Comment