რა შეფასება დაიმსახურა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე ?

ვიტინია, ნევეში, მენდეში, დემბელე და დონარუმა – როგორ ახასიათებენ პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავები კვარაცხელიას ?

ნახეთ როგორ ახასიათებენ პარი სენ-ჟერმენენის ლიდერები და ვარსკვლავები კვარაცხელიას.

ვიტინია : “მარტივი არაა, სეზონის შუა ნაწილში სხვა ქვეყნიდან ჩამოხვიდე. გუნდს ძალიან კარგად შეეწყო და ჩვენ მას თავისუფლება მივეცით”

ჟოაო ნევეში – “„ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავი ადამიანია, რომელიც როგორც ფეხბურთელი, უდიდესი ხარისხით გამოირჩევა. მის წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე და ძალიან კარგი ფეხბურთელია. გაგვიმართლა, რომ ჩვენს გუნდშია“.

ნუნუ მენდეში : “ხვიჩა კარგი ფეხბურთელია. ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო, რომ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნა. ვიცი, რომ მეტოქესთან პირისპირ თამაშის დროს ძლიერია და მეც უბრალოდ ვცდილობ, რომ ბურთი ხელსაყრელ მომენტში მივცე. მას შეუძლია, რომ გუნდისთვის საუკეთესო გააკეთოს.”

  • სიახლის სხვა საიტზე გადატანის შემთხვევაში მიუთითეთ წყარო Pnews.ge

ჯიჯი დონარუმა : “კვარა შესანიშნავი ბიჭია. ვიდრე პსჟ-ში გადმოვიდოდა, მასთან საუბარი მქონდა და ვუთხარი, რომ თუ რამეში დავჭირდებოდი, ჩემთვის მოეწერა და დავეხმარებოდი.

ნეაპოლურ დიალექტზე დაველაპარაკე და გაოცებულმა მკითხა: „შენ ნეაპოლიტანელი ხარ?’’

კვარას პსჟ-ში ადაპტაცია კარგად მიდის, მას შეუძლია გუნდს ბევრი სარგებელი მოუტანოს. სათამაშო კლასით სხვებზე მაღლაა და ეს ვარჯიშებზეც ნათლად ჩანს.

დემბელე – „ჩემ თანაგუნდელებს ბარკოლას, კვარაცხელიას და დუეს მადლობას ვუხდი. ისინი შესანიშნავ საგოლე გადაცემებს მიკეთებენ. მე კი ისღა დამრჩენია ბურთი კარის ბადეში მოვათავსო”

Leave a Comment