ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩების შემდეგ ბუკმეიკერებმა განაახლეს კოეფიციენტები 2025 წლის „ოქროს ბურთის“ მოგებაზე.
ამ მომენტისთვის დიდი უპირატესობით ლიდერობს „ბარსელონას“ გარემარბი რაფინია. მის მიერ „ოქროს ბურთის“ მოგება ფასდება კოეფიციენტით – 2.20, რაც 45-პროცენტიან ალბათობას შეესაბამება.
აღსანიშნავია, რომ ტოპათეულში შევიდა „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ქართველი ფეხბურთელი მერვე პოზიციაზეა, არადა, ერთი თვის წინ ის TOP 20-შიც არ შედიოდა. ახლა კი ჩვენებური უკვე ვინისიუს ჟუნიორის წინ არის, რომელიც წინა წლის ოქროს ბურთის ვიცე გამარჯვებულია.
ოქროს ბურთი 2025. TOP10
რაფინია (ბარსელონა) – 2.20ლამინ იამალი (ბარსელონა) – 6.00მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 6.00უსმან დემბელე (პსჟ) – 7.00კილიან მბაპე (რეალი) – 8.00რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 9.00პედრი (ბარსელონა) – 15.00ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) – 21.00ვინისიუსი (რეალი) – 41.00ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 41.00
წყარო: primetime.ge