ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის შემდეგ, Goal-მა „ოქროს ბურთის“ საკუთარი რეიტინგი განაახლა. „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ წინ წაიწია და ოთხი საფეხურით დაწინაურდა.
ბოლო რეიტინგში, „კვარა“ მე-15 ადგილს იკავებდა, უახლესი მონაცემებით კი, მე-11 პოზიციაზეა. ქართველმა გარემარბმა ნუნუ მენდეშს, ვიტინიასა და ჯუდ ბელინგემს გადაუსწრო.
Goal-ის რეიტინგში, პირველ ადგილზე უსმან დემბელი იმყოფება. ლამინ იამალი მეორეა, რაფინია – მესამე, ჯანლუიჯი დონარუმა – მეოთხე, მოჰამედ სალაჰი – მეხუთე, პედრი – მეექვსე, ჰარი კეინი – მეშვიდე, კილიან მბაპე – მერვე, ლაუტარო მარტინესი – მეცხრე.
Post Views: 2,736