პრემიერლიგის გუნდი კვარას არ ეშვება – ხვიჩას შეძენა ინგლისურ გრანდს სურს

კვარას მინიმუმ 6 მილიონი ევრო უნდა – რას წერს იტალიური გამოცემა ხვიჩას ახალი მოთხოვნის შესახებ

Il Mattino, დღევანდელ ნომერში, „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს. იტალიური გაზეთი გვამცნობს იმ მოთხოვნის დეტალებს, რომელიც „კვარამ“ „პარტენოპეის“ ხელშეკრულების გახანგრძლივების სანაცვლოდ წაუყენა.

“კვარას, ხელფასის სახით, ყოველწლიურად, 6 მილიონი ევროს მიღება სურს. ამ თანხაში არ შედის ბონუსები და სპონსორებისგან მიღებული თანხა, რომლებიც ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ ტალანტთან თანამშრომლობის დასაწყებად რიგში დგანან. ხვიჩას წარმომადგენლები აურელიო დე ლაურენტისს შეხვდებიან და ეს სავარაუდოდ, სატრანსფერო ფანჯრის დასრულების შემდეგ მოხდება. ძალების ჭიდილი? ჯერ ამის ნიშნები არ არსებობს“, – წერს იტალიური გაზეთი.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *