ახლობლები სოციალურ ქსელში ახალგაზრდა კაცს ემშვიდობებიან. როგორც პოსტის კომენტარებში წერენ, მამუკა ხანთაძე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
„ახალგაზრდის სიკვდილი იგივეა, წელიწადის დროებიდან გაზაფხული ამოიღო! დიდი ტრაგედია დაატყდა სოფელს, ოჯახს… მოულოდნელად გარდაიცვალა კარგი ახალგაზრდა, საუკეთესო მეგობარი და ადამიანი, მამუკა ხანთაძე.
დიდი ტკივილი და სიცარიელე სუფევს სოფელში, უსაშველო და ამოუვსებელი სიცარიელე!.. ბზვანის წმინდა გიორგის ტაძრის მრევლი უერთდება ამ დიდ ტკივილს და სამძიმარს უცხადებს, ოჯახს და ახლობლებს.
უფალმა სასუფეველი დაგიმკვიდროს, მამუკა, და დაგამკვიდროს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.
Post Views: 245