ჩინეთის საფარის პარკში ვეფხვმა ქალი ცოცხლად შეჭამა, ხოლო მისი შვილი მძიმედ დაშავდა მას შემდეგ, რაც ისინი მანქანიდან გადმოვიდნენ. როგორც აღმოჩნდა, მათ ეგონათ, რომ ვეფხვის ვოლიერი დატოვეს, თუმცა ეს შეცდომა ფატალურად დასრულდა.
ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოც, სადაც ტრაგიკული შემთხვევაა აღბეჭდილი. კადრებში ჩანს, როგორ ესხმის ვეფხვი თავს მანქანიდან გადმოსულ ქალს. მოგვიანებით მას მეორე მტაცებელი ცხოველიც უერთდება.
შვილი საშველად გადავიდა, თუმცა დახმარება ვერ შეძლო. ის მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
თავდაპირველად ითვლებოდა, რომ მანამდე ოჯახი მანქანაში ჩხუბობდა, მაგრამ ადგილობრივები ამბობენ, რომ დედა-შვილს უბრალოდ ეგონა, რომ ტერიტორია დატოვეს.
“ნათესავებმა ჩხუბის ფაქტი უარყვეს, ხოლო მანქანაში მყოფი ქმრის კოლეგების განცხადებით, ოჯახს ეგონა, რომ ისინი უკვე გასულები იყვნენ ველური ბუნების პარკიდან,“- იტყობინება South China Morning Post.
პარკი, სადაც ვიზიტორებს შეუძლიათ საკუთარი მანქანებით მგზავრობა და მტაცებელი ცხოველების დათვალიერება ველურ პირობებში, მოუწოდებს ხალხს, არავითარ შემთხვევაში არ დატოვონ თავიანთი ავტომობილები.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვეფხვი პარკში მყოფ ადამიანს ესხმის თავს: ორი წლის წინ ერთ-ერთმა ვეფხვმა მამაკაცი თანამშრომელი მოკლა.
პარკში შესვლა 5 ფუნტი სტერლინგი ღირს და ვიზიტორებს შეუძლიათ ცხოველების გამოკვება, თუმცა მათ პარკის დიდ ბინადრებთან მიახლოების უფლება არ აქვთ.