პსჟ-ს ქართველმა ვარსკვლავმა ტოტენჰემის წინააღმდეგ მოედანზე 60 წუთი დაჰყო.
ლუის ენრიკემ კვარაცხელია ფაბიან რუისით ჩაანაცვლა და ცვლილებისას კვარაცხელია საკუთარი თამაშით უკმაყოფილო ჩანდა.
კვარაცხელია მეტოქე გუნდის ფეხბურთელების წინააღმდეგ ხუთჯერ დაჯარიმდა და ბურთი 7-ჯერ დაკარგა. ხვიჩამ კარისკენ პირველ ტაიმში დაარტყა, თუმცა მისი დარტყმული არაზუსტი იყო.
აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიამ მარჯვენა ფლანგზე ითამაშა, მარცხენა ფლანგზე კი ენრიკემ ბრედლი ბარკოლა დააყენა.
ანალიტიკურმა გვერდმა Sofascore-მა ხვიჩას თამაში 6..4 ქულით შეაფასა.
Post Views: 2,958