მეტროსადგურ „მარჯანიშვილისა“ და „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელები მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დამატებითი ამოსასვლელების მოწყობა მეტროსადგურების განტვირთვასა და მგზავრთა უსაფრთხო, შეუფერხებელ გადაადგილებას ისახავს მიზნად.
Post Views: 638