კვარაცხელიას საოცარი სტატისტიკა – ნახეთ რა ციფრები დააფიქსირა ხვიჩამ ჯენოასთან მატჩში

კვარაცხელიას საოცარი სტატისტიკა – ნახეთ რა ციფრები დააფიქსირა ხვიჩამ ჯენოასთან მატჩში

ხვიჩა კვარაცხელიას ჯენოასთან სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველს გოლი არ გაუტანია და არც საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში, კვარამ 8.2 ქულა დაიმსახურა.

კვარაცხელიას 8 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა , 4 დარტყმიდან 2 კარში წავიდა. 10 ჩაწოდებიდან 4 ადრესატამდე მივიდა. ასევე 5 მნიშვნელოვანი პასი ჰქონდა.

კვარაცხელიამ ყვითელი ბარათიც მიიღო მსაჯთან კამათის გამო და ეს მისი მე-6 ყვითელია ჩემპიონატში.

ნაპოლი იტალიის ჩემპიონატSი მომდევნო შეხვედრას 25 თებერვალს გამართავს, მანამდე კი ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონას დაუპირისპირდება.

Leave a Comment