ადიგენში, სოფელ არალთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
- “სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მიკროავტობუსი შეეჯახა. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი საფეხბურთო გუნდ “ზარზმის აკადემიის“ წევრი იყო. ფეხბურთის გუნდის ბავშვები ვარჯიშის შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ.
“10-მდე ბავშვი შემოიყვანეს. ერთს, 15 წლისას სასიცოცხლო მაჩვენებლები არ ჰქონდა. დანარჩენ ბავშვებს არცერთს არაფერი არ სჭირს“, – განუცხადა “სამხრეთის კარიბჭეს“ ახალციხის, რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკურმა მენეჯერმა, ვახტანგ შალამბერიძემ.
Post Views: 2,792