მთაწმინდის ფერდობზე, მამა დავითის ეკლესიის შემოგარენში, ალბათ, ერთხელ მაინც ყოფილხართ პანთეონში დასვენებულ გამოჩენილ მწერალთა, საზოგადო მოღვაწეთა, მეცნიერთა და ხელოვანთა სასაფლაოების დასათვალიერებლად. ცოტამ თუ იცის, რომ ტაძრის ეზოში სასწაულმოქმედი, მაკურნებელი წყაროებია.

როგორც აღმოჩნდა პოპულარული ადგილი საიდუმლოს ინახავს, რომელიც ცოტამ თუ იცის.
ვიწრო, გრძელი და რთული გზის გავლის შემდეგ, მთაზე გაშენებულ ტაძრამდე მიხვალთ, სადაც სამ წყაროს იხილავთ.




ადგილზე კელიის ერთ-ერთი მცველი დაგხვდებათ, რომელმაც მაკურნებელი წყაროების შესახებ ისტორია მოგვიყვა.
“მაკურნებელი წყალი საუკუნეებია კელიაში წვეთ-წვეთად გადმოდის. მხოლოდ მართლმადიდებლებს შეუძლიათ განიბანოთ. განიბანებიან კურთხევით კვართებში… შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ პირველი კუჭ-ნაწლავის სამკურნალოა, მეორე წმინდა ლუკიანეს წყალი – ოფთალმოლოგიურ პრობლემებს კურნავს, მესამეში კი ემბაზია, რომელიც სიმსივნეს, ასთმურ – რევმატულ დაავადებებს და უნაყოფობას კურნავს“, – ამბობს სასულიერო პირი.


გადმოცემის თანახმად აქ VI საუკუნეში ერთ-ერთი ასურელი მამათაგანი დავით გარეჯელი ცხოვრობდა.
ტაძარს ყოველდღიურად ათეულობით მორწმუნე სტუმრობს, განსაკუთრებული აქტიურობა, კი შაბათ-კვირას შეინიშნება, ტაძრის კარი კი ყველასთვის ღიაა.
წყარო : Ambebi.ge




 
								
 
								 
								 
								 
								