ვლადიმერ პუტინის ხელები ყურადღების ცენტრში მოექცა, რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში? – “პუ­ტი­ნის ხე­ლებს რა­ღაც სჭირს”

ვლადიმერ პუტინის ხელები ყურადღების ცენტრში მოექცა, რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში? – “პუ­ტი­ნის ხე­ლებს რა­ღაც სჭირს”

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, მე­დი­ა­ში სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის ახა­ლი ტალ­ღა აგორ­და. ამ­ჯე­რად პუ­ტი­ნის ხე­ლებ­მა მი­იქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა, რო­მე­ლიც უჩ­ვე­უ­ლოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და და “შე­შუ­პე­ბუ­ლი” ჩან­და.

“პუ­ტი­ნის ხე­ლებს რა­ღაც სჭირს“, – გა­ნუ­ცხა­და East2West-ს უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყო­ფილ­მა მრჩე­ველ­მა ან­ტონ გე­რა­შენ­კომ.

პუ­ტი­ნის ხე­ლე­ბი გან­ხილ­ვის სა­გა­ნი უკ­რა­ი­ნის ომის პირ­ველ წელ­საც გახ­და, რო­დე­საც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რი­სას რუ­სე­თის ლი­დე­რის ხე­ლებ­ზე შავი ლა­ქე­ბი შე­ნიშ­ნეს,

სხვა ფო­ტო­ებ­ზე კი მრა­ვა­ლი ინ­ტრა­ვე­ნუ­რი ლა­ქის კვა­ლი ჩან­და. გარ­და ამი­სა, ხში­რად, სა­უბ­რის დროს, პრე­ზი­დენ­ტი მა­გი­დას ეჭი­დე­ბა და ხე­ლე­ბი უკან­კა­ლებს, რაც ბევ­რის აზ­რით, პარ­კინ­სო­ნის და­ა­ვა­დე­ბის კი­დევ ერთი დას­ტუ­რია.კრემლს პუ­ტი­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

ადრე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, რუ­სე­თის ლი­დერს ძვე­ლი ავად­მყო­ფო­ბა – სარ­კო­მა (ძვლის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე) გა­უმწვავ­და. რო­გორც “New York Post”-ი აღ­ნიშ­ნავ­და, პუ­ტინს 84 წლის გერ­მა­ნე­ლი ექი­მი მკურ­ნა­ლობს, რო­მელ­საც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტეტ­ში მუ­შა­ო­ბის დრო­ი­დან იც­ნობს.

რუ­სე­თის ლი­დე­რი ერ­თა­დერ­თი არ არის, რომ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­საც მე­დია ხე­ლე­ბის მი­ხედ­ვით გა­ნი­ხი­ლავს. მიმ­დი­ნა­რე წელს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის ხე­ლებ­ზე სი­ლურ­ჯე­ე­ბი შე­ნიშ­ნეს – თეთ­რი სახ­ლში გა­ნა­ცხა­დეს, რომ ეს სი­ლურ­ჯე­ე­ბი “ხე­ლის ხში­რად ჩა­მორ­თმე­ვით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი.

Leave a Comment