ციცინო შურღაიას „ზმნისთვის“ მიცემულ ინტერვიუს დიდი რეზონანსი მოჰყვა. პლასტიკური ქირურგი ჰყვება, თუ რა უთანხმოება და განხეთქილება მოხდა მასსა და ია ფარულავას შორის.
აღნიშნულ ინტერვიუს ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი ეხმაურება და ია ფარულავას მხარდაჭერას უცხადებს.
„არ ვაპირებდი ამის პოსტად დადებას, მაგრამ ვეღარ გავძელი.
ქალბატონ იასთან ვიყავი სტუმრად და იქ გავიცანი ქალბატონი ციცო. ასეთ განათლებულ და არისტოკრატ ქალბატონს, სალამი არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ეგრევე ის მკითხა, გოგო შენი ქმარი მართლა მილიონერია? რამდენი წლისაა?
პირი დამრჩა ღია! ხმა ვერ ამოვიღე! მეგონა, მარტო მე ვიყავი უტაქტო! 😁😁😁
ჯერ ესერთი მილიონი არაფერია! აქ წელიწადში ხარჯავს მაგხელა ფულს ხალხი გადასახადებში.
მთავარი ფული არ არის.
ქალბატონი ია პურს არ ჭამდა მის გარეშე.
მე პირადად ქალბატონი იასგან გავიგე მისი არსებობის შესახებ და ბევრმა ზუსტად ასე გაიგო.
არ შეიძლება, იმ ურთიერთობას უნდა სცეს პატივი რაც ჰქონდათ. ძალიან გული დამწყდა რაც წავიკითხე და რეებზეც ისაუბრა. 😡
ქალბატონი ია იყო, არის და იქნება ნომერი პირველი ყველაფერში!
ფული კიდევ ახლა თუ არ აქვს, არაუშავს, აუცილებლად ექნება! ჩემი დიდი პატივისცემა ქალბატონ იას. მიყვარხართ. ❤️ ❤️ ❤️“, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.





