UFC 323-ის მთავარი მოვლენა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის საჩემპიონო დაპირისპირება იყო. სამწუხაროდ, „მანქანამ“ ტიტული ვერ შეინარჩუნა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
პიოტრ იანმა ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან მერაბის დამარცხების შესახებ ისაუბრა.
“ნახე რა დაზიანება მივაყენე ? ეს აქამდე არავის უქნია. მე მერაბი დავლეწე” – უთხრა იანმა რუს ჟურნალისტს.
იანის ამ სიტყვებს ილია თოფურია ინსტაგრამ “ლაივში” გამოეხმაურა :
“მერაბ ძმაო ცხოვრება სირთულეებითაა სავსე. შენ უფრო ძლიერი დაბრუნდები, უფრო სწრაფი და შეუჩერებელი.
იან, მერაბი ჩემთვის ძმასავითაა. ის ჩემი ოჯახია, გესმის ? სიტყვებს დაუკვირდი. ვიმედოვნებ პატივისცემას გამოიჩენ.”
Post Views: 20,611




