“მამამისი მამიდამისის ქმარმა მოკლა” – რა დეტალები ხდება ცნობილი მუხრანში ორი ადამიანის მკვლელობის საქმეზე

“მამამისი მამიდამისის ქმარმა მოკლა” – რა დეტალები ხდება ცნობილი მუხრანში ორი ადამიანის მკვლელობის საქმეზე

მცხე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მუხ­რა­ნის ცენ­ტრში ორი ადა­მი­ა­ნი ჩა­ცხრი­ლეს. უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი 24 იან­ვარს, და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 18:00 სა­ათ­ზე, ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლას მოხ­და. მოკ­ლუ­ლე­ბი არი­ან მუხ­რა­ნის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ზურა სა­ნა­მაშ­ვი­ლი და გია ქი­ლარ­ჯი­ა­ნი. ისი­ნი დამ­ნა­შა­ვემ მან­ქა­ნას­თან ჩა­ცხრი­ლა, რის შემ­დეგ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ამ დრომ­დე ეძე­ბენ დამ­ნა­შა­ვეს, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რა გახ­და ამ უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის მი­ზე­ზი.ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მომ­ხდა­რი ძველ და­პი­რის­პი­რე­ბას და შუ­რის­ძი­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მომ­ხდარ­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა ორი მუხ­ლით, 109-ე და 236-ე, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. მკვლე­ლო­ბის ად­გილ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს. პო­ლი­ცია აკონ­ტრო­ლებს მუხ­რან­ში შე­სას­ვლელ გზა­საც.

  • რო­გორც “კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის” გახ­და ცნო­ბი­ლი, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დამ­ნა­შა­ვემ სამ­ჯერ გა­ის­რო­ლა, მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბით ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა გია ქი­ლარ­ჯი­ა­ნი, ხოლო ზურა სა­ნა­მაშ­ვი­ლი ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი იყო, როცა სას­წრა­ფოს მან­ქა­ნით გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ის გზა­ში, კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლას კა­მე­რე­ბია და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და სა­ვა­რა­უ­დოდ, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს არ გა­უ­ჭირ­დე­ბათ.

ზურა სა­მა­ნაშ­ვილს მუხ­რან­ში, ყვე­ლა იც­ნობ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ სა­მა­ნაშ­ვი­ლი და ქი­ლარ­ჯი­ა­ნი გად­მო­ვიდ­ნენ და სწო­რედ ამ დროს ეს­რო­ლეს.

“ზურა სა­მა­ნაშ­ვილს ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, ჰყავს მე­უღ­ლე და ქალ-ვაჟი. მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს ხში­რად იყო სა­ზღვარ­გა­რეთ, ჯერ რუ­სეთ­ში, მერე საფ­რან­გეთ­ში. რო­გორც ვიცი, ბოლო წლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და. სულ მუხ­რან­ში ტრი­ა­ლებ­და.. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

Leave a Comment