ქუთაისელი მოცეკვავე ირაკლი ჭელიძე ცეკვავენ ვარსკვკლავების მე-14 სეზონის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
პროექტის გამარჯვებულები ლუკა ჭანიშვილი და ელენე დავითაია გახდნენ.
ირაკლი ჭელიძის მეუღლე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გულშემატკივრებს მადლოაბს უხდის.
“❤️❤️❤️მთელი ცხოვრება არ გვეყოფა ჩვენს ოჯახს მადლობის სათქმელად. უბედნიერესები ვართ თქვენით. ამ 2 თვის მანძილზე ისეთი სიყვარული ვიგრძენით ნაცნობისგან თუ უცნობისგან… ასეთი ერთობა ბოლოს როდის ვნახე არ ვიცი, ყველას საერთო მიზანი გვქონდა და უდიდესი სიყვარული გავუზიარეთ ერთმანეთს❤️❤️❤️❤️❤️❤️. p.s 😂😂ლილუს ემოციები ყველამ იცით, ბელონას ვაუჩერით “შემოიტირა” მთელი პროექტი. თუმცა, სახლში რომ მოვედით იქით დაგვამშვიდა, ყველამ მითხრა სამაგიეროდ შენ ძაან ბევრი ფული გაჩუქესო და ახალ აიფონს დამპირდა საჩუქრად. P.S.S გვიყვარხართ უსასრულოდ, ეს 2 თვე მართლაც ჯადოსნურად აქციეთ. თქვენს სიყვარულსა და მხარდაჭერას ყველაფერი შეუძლია! ❤️❤️❤️❤️❤️” – წერს სალომე ჯავახაძე.





