24 თებერვალს შუქი გაითიშება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

24 თებერვალს შუქი გაითიშება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 24 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„თელასის“ ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის და ნადიკვრის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარშალ გელოვანის გამზირის, აკაკი ბაქრაძის და გელოვანის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, III, IIIა, IV მიკრორაიონების, ვარკეთილი-2 IIIა მიკრორაიონის, თაყაიშვილის, სუხიშვილის, ნიკოლოზ ლანდიას, დვალის, კუპრაძის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Leave a Comment