იანვრიდან პენსია დაგეგმილზე მეტად გაიზრდება – ნახეთ, ვინ რამდენს მიიღებს?

ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს – დეტალები

სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა კვლავ გრძელდება. პროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ან/და ახალშეძენილი შვილის მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა იპოთეკური კრედიტების პროცენტის სუბსიდირების გზით. აღნიშნული ინფორმაცია ორგანიზაციის – აწარმოე საქართველოში – ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

პროგრამით სარგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ ოჯახს ჰყავდეს 1 წლამდე ასაკის შვილი.

სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციარის მიერ პროგრამის ფარგლებში აღებული იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას 60 თვის განმავლობაში შემდეგი პირობებით:

რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3,5%, მაგრამ არაუმეტეს 6%ის ოდენობით – თუ მსესხებელს ჰყავს 1 ან 2 შვილი;

რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 1,5%, მაგრამ არაუმეტეს 8%-ის ოდენობით – თუ მსესხებელს ჰყავს 3 ან მეტი შვილი.

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის მიერ ასათვისებელი სესხ(ებ)ის ჯამური მაქსიმალური მოცულობაა 200 000 ლარი. ამასთან, სესხით შესაძენი ბინის/სახლის ღირებულება შესაძლოა აჭარბებდეს 200 000 ლარს.

პროგრამის მიზნებისათვის შვილად მიიჩნევა მხოლოდ არასრულწლოვანი შვილი/შვილად აყვანილი/გერი.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონსა და თბილისში.

პორგამით სარგებლობის უფლება აქვთ:

A) ოჯახი/მარტოხელა მშობელი/ქვრივი თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის  1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი;

B) ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ყავს 3 ან მეტი შვილი და ამ პროგრამის ფარგლებში სესხს აიღებს 2022 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით;

C) ოჯახი/მარტოხელა მშობელი/ქვრივი, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, რომლის აყვანა განხორციელდა 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ.

A და C ტიპის მსესხებელს მხოლოდ ერთხელ აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს პროგრამით, მიუხედავად მათ მიერ ამ პროგრამის ფარგლებში აღებული სესხის ოდენობისა;

B ტიპის ბენეფიციარი უფლებამოსილია პროგრამით ისარგებლოს მეორეჯერაც, თუ პროგრამაში ჩართვის შემდეგ შეეძინება ან/და შვილად აიყვანს მე-4 ან მეტ შვილ(ებ)ს. ასეთ შემთხვევაში მსესხებელი უფლებამოსილია აიღოს ჯამში 200 000 ლარი სესხი;

მარტოხელა მშობელი, როგორც პროგრამის მოსარგებლე, ასევე, ბავშვის დაბადების მოწმობაში ფიქსირებული მეორე მშობელი, ერთი და იმავე ბავშვ(ებ)ით მხოლოდ ერთხელ შეძლებს ისარგებლოს პროგრამით.

უფრო დეტალურად ნახეთ ამ ბმულზე

Leave a Comment