„სიონში პატრიარქის ქადაგებას შევესწარი, ათეისტებს მიმართავდა…“ – ლევან გიგინეიშვილი

„სიონში პატრიარქის ქადაგებას შევესწარი, ათეისტებს მიმართავდა…“ – ლევან გიგინეიშვილი

სიონში პატრიარქის ქადაგებას შევესწარი, ათეისტებს მიმართავდა…, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფილოლოგმა, პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა.

მისი თქმით, უწმინდესმა და უნეტარესმა, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შეძლო, ყველაზე რთულ პერიოდში ეკლესიისკენ შემოებრუნებინა ხალხი.

„სიონში მის ქადაგებას შევესწარი. ათეისტებს მიმართავდა, რომ თუ ღმერთის არ გწამს, სიკეთის ხომ გწამსო და როგორც გწამს სიკეთე, ისე აკეთე და მერე რწმენაშიც მოხვალო. მისი ეს დამოკიდებულება, ქარიზმა არ იმალება, ამიტომ არის ამდენი ხალხი რომ მიდის.

უფრთხილდებოდა ადამიანებს. მაგალითად, განხეთქილება რომ იყო 90-იანი წლების ბოლომდე იქაც გამოიჩინა ტოლერანტობა. რადიკალი არ იყო. მისი მოწოდებები იყო ბრძნული, მშვიდი, გაჯერებული სიყვარულით. ახალგაზრდების მისვლა ეკლესიაში საინტერესო მოვლენა არის“, – აღნიშნა ლევან გიგინეიშვილმა.

Leave a Comment