სასიხარულო ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით – რას წერს იტალიური პრესა

სასიხარულო ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით – რას წერს იტალიური პრესა

იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია განსაკუთრებული მონდომებით გამოირჩეოდა ნაპოლის ბოლო ვარჯიშზე და “სალერნიტანას” წინააღმდეგ კარგ თამაშს უნდა ველოდოთ ქართველისგან.

მიუხედავად ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობებისა, რომელიც კვარას აგენტს და ოსიმენის დაპირისპირებას ეხება, კვარაცხელია ამ საკითხზე არ ფიქრობს და მთლიანად ფეხბურთზეა ორიენტირებული.

“კვარაცხელია ვარჯიშზე განსაკუთრებული მონდომებით გამოირჩეოდა. სავარაუდოა რომ სალერნიტანასთან ხვიჩას დიდებული მატჩი უნდა ჰქონდეს. რაც ბოლო დროს მის გარშემო ხდება, ეს ხვიჩას ხასიათზე არ ასახულა. კვარა პროფესიონალია და მთლიანად ფეხბურთზეა ორიენტირებული” – წერს ერთ-ერთი ნეაპოლური მედია.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *