ხვიჩა კვარაცხელია რამდენიმე წლის წინ გადაცემას “ნოესთან” სტუმრობდა, სადაც წამყვანის დასმულ კითხვაზე თუ ვინ არის 3 საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი, კვარამ ასე უპასუხა.
“იმ ლეგენდარული ფეხბურთელების თამაში არ მაქვს ნანახი, ამიტომ შევეცდები, არ დავასახელო. პირველ რიგში, კახა კალაძე, ჩემთვის მასწავლებელია, შრომისგან ისეთ რაღაცას მიაღწია, თან ისეთ დროს, რომ ყველასთვის წარმოუდგენელი იყო, 2-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. რა თქმა უნდა, გიორგი ქინქლაძეც. ბევრს უთქვამს ჩემთვის, რომ ისეთი ტალანტი ჰქონდა, როგორიც მესის აქვს. შეეძლო ძალიან ბევრისთვის მიეღწია და მესამეს დასახელება რთულია”.
Post Views: 19,849