იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ვიქტორ ოსიმენი გუნდს დატოვებს, ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
ნაპოლის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი აპირებს კვარაცხელიას კონტრაქტში მიუთითოს პუნქტი, რომლის მიხედვითაც არაიტალიურ კლუბს კვარას ტრანსფერის შემთხვევაში არანაკლებ 150 მილიონი ევროს გადახდა მოუწიოს.
კვარაცხელია ასევე დამატებით ბონუსებს და სხვა პრივილეგიებს მიიღებს ნაპოლისგან.
Post Views: 652