იტალიური გამოცემის Calcionapoli24-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიამ დაზიანება მიიღო.
კვარაცხელიამ ამ მიზეზის გამო ვარჯიშიც გამოტოვა.
ანტონიო კონტემ არ გარისკა და ქართველი ვარსკვლავი დაასვენა.
როგორც ცნობილია, კვარას კუნთი გაეჭიმა და სერიოზული არაფერია.
ნაპოლი იტალიის ჩემპიონატის პირველ თამაშს 18 აგვისტოს ვერონას წინააღმდეგ გამართავს.
Post Views: 440