იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას სარეაბილიტაციო პროცესი იმაზე კარგად მიმდინარეობს, ვიდრე ბევრს ეგონა.
კვარაცხელია შესაძლოა 21 დეკემბერს, “ჯენოას” წინააღმდეგ სრულ მზადყოფნაში იყოს. თუ კვარაცხელია ბოლომდე მომჯობინდება, ანტონიო კონტე ქართველ ვარსკვლავს გარკვეულ დროს მისცემს სათამაშოდ.
ასევე იწერება, რომ “კვარას” შეძენა კვლავ სურთ მანჩესტერ “სიტის” და კატალონიის “ბარსელონას”.
ორივე გრანდის ინტერესი დიდია და ყველაფერი მალე გაირკვევა. დიდია ალბათობა, კვარაცხელიამ “ნაპოლისთან” კონტრაქტი უახლოეს პერიოდში გაახანგრძლივოს, რადგან ადგილობრივი ჟურნალისტებისა და მედიის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობს და გუნდი მზადაა კვარაცხელიას ყველა სურვილი დაუკმაყოფილოს.
Post Views: 1,116