ცნობილმა და პრესტიჟულმა გამოცემამ Leparisien-მა ხვიჩა კვარაცხელიას ლივერპულის წინააღმდეგ თამაში შეაფასა.
“ხვიჩა კვარაცხელიას ეგონა, რომ გაიტანა, მაგრამ ამ რობოტული ფეხბურთის გამო, 2-3 სანტიმეტრისთვის, რაც არასდროს ყოფილა თამაშგარე მდგომარეობის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი.
ხვიჩას თამაშის წესები არ დაურღვევია, მან თავისი სუსტი ფეხით ისეთი დონის დარტყმა შეასრულა, რაც მხოლოდ ქართველი შემტევის უმაღლესი დონის ნიჭს უსვამს ხაზს“. – წერს გამოცემა.
კვარას თამაში Sofascore-მა 7.8 ქულით შეაფასა, whoscored-მა 7.2 ქულით, ხოლო Flashscore-მა 8.5 ქულა დაუწერა.
Post Views: 8,224