განახლებული რეიტინგი – რომელ ადგილზეა ამჟამად ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის “ოქროს ბურთის” მოგების კანდიდატთა სიაში ?

ვინ მოიგებს დარჩენილი 4 გუნდიდან ჩემპიონთა ლიგას ? – როგორია OPTA-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი ?

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ, სტატისტიკურმა სააგენტომ, Opta-მ ტურნირის ფავორიტები დაასახელა და საკუთარი სუპერკომპიუტერის ვარაუდი გაგვიზიარა.

Opta-ს სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის დარჩენილი შეხვედრების 10 000 სიმულაცია ჩაატარა და ფავორიტად „არსენალს“ მოიაზრებს.

მათ ჩემპიონობის 28.7-პროცენტიანი შანსი აქვთ. მეორე პოზიციაზე „ინტერი“ იმყოფება, რომლის ტრიუმფის ალბათობაც 25.5 პროცენტია. „ნერაძურის“ „პარი სენ-ჟერმენი“ მოჰყვება – 24 პროცენტი, ხოლო „ბარსელონა“, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს, 21.8 პროცენტით ბოლო ადგილზეა.

Leave a Comment