გაიქეცი ხვიჩა – იტალიელების რჩევა კვარაცხელიას

გაიქეცი ხვიჩა – იტალიელების რჩევა კვარაცხელიას

ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ნაპოლი უდინეზეს დაუპირისპირდა და კვლავ ვერ შეძლო გამარჯვება.

შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და მუდმივი ქულების დაკარგვის გამო ნაპოლი არათუ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრას, არამედ ევროპა ლიაგზე გასვლის შანსსაც კი კარგავს.

თუ კვარაცხელია ნაპოლიში დარჩება, მომდევნო წელს დიდ ტურნირებზე ვერ იასპარეზებს.

“გაიქეცი ხვიჩა”

“ეს გუნდი უნდა დაიშალოს, ოსიმენი და კვარაცხელია უკეთეს გუნდებს იმსახურებენ”

“არმგონია კვარაცხელია დარჩეს, ალბათ ოსიმენის მსგავსად წავა ისიც” – წერენ იტალიელები.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნაპოლიში ფინანსური კრიზისია. რადგან გუნდი ვერ ახერხებს ევროტურნირებზე ასპარეზობას, კლუბი დამატებით თანხას უეფასგან ვერ მიიღებს.

სწორედ ამიტომ ლაურენტისი კვარაცხელიას მხოლოდ 3.5 მილიონ ევროს სთავაზობს ხელფასის სახით, კვარას აგერტს კი ხვიჩასთვის 5 მილიონი ევრო უნდა.

Leave a Comment