„მეხსიერება გაგიუარესდა და არ იცი როგორ მოიქცე? აი, 8 მიზეზი და გზა, როგორ მოაგვარო…“ – გიორგი ღოღობერიძე მეხსიერების გაუარესების მიზეზებსა და გამოსავალზე

„მეხსიერება გაგიუარესდა და არ იცი როგორ მოიქცე? აი, 8 მიზეზი და გზა, როგორ მოაგვარო…“ – გიორგი ღოღობერიძე მეხსიერების გაუარესების მიზეზებსა და გამოსავალზე

ექიმი-ონკოლოგი, გიორგი ღოღობერიძე ვიდეომიმართვაში მეხსიერების გაუარესების მიზეზებზე საუბრობს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ექიმი ამბობს, რომ შესაძლოა მეხსიერების გაუარესება მარტივმა შემთხვევამ გამოიწვიოს.

ღოღობერიძე მეხსიერების პრობლემების მოგვარებაზე საუბრობს და 8 მიზეზს ასახელებს, რამაც შესაძლოა აღნიშნული პრობლემა განაპირობოს:

„ადამიანს ავიწყდება გუშინ რა ისწავლა, რას გეგმავდა, რა უნდა თქვა, სად რა დადო და ასე შემდეგ ეს ყველაფერი იმდენად გამოხატულია, რომ ბევრი მათგანი ფიქრობს -„ხომ არ მაქვს ალცჰაიმერი, ან რაიმე სხვა მძიმე დემენცია“. თუმცა მეხსიერების გაუარესება ძალიან ხშირად გამოწვეულია ისეთი უბრალო მიზეზებით, რომ მათი მოგვარებით არამარტო მეხსიერებას დაიბრუნებ, არამედ გაიუმჯობესებ.

ძალიან ხშირად მეხსიერების გაუარესება გამოწვეულია მედიკამენტებით. მაგალითად დეპრესიის საწინააღმდეგო წამლები, ასევე კუჭ-ნაწლავის დაავადებების საწინააღმდეგო მედიკამენტები, ასევე ალერგიის საწინააღმდეგო წამლები, საძილე საშუალებები ხასიათდება მეხსიერების გაუარესებით. ასევე აკნეს საწინააღმდეგო წამლები. თქვენ ამ შემთხვევაში ექიმთან კონსულტაციით უნდა ჩაანაცვლოთ აღნიშნული მედიკამენტები, რათა დაიბრუნოთ მეხსიერება.

ასევე ფარისებრი ფუნქციის დაქვეითება ხასიათდება მეხსიერების გაუარესებით, ამიტომ ყოველთვის მიმართეთ ენდოკრინოლოგს ამ, პრობლემის გამოსავლენად.

მეხსიერების გაუარესება შეიძლება გამოწვეული იყოს უძილობითაც. თუ ამ პრობლემას მოაგვარებ, აღიდგენ მეხსიერებას.

გარდა ძილის დარღვევისა, ეს ყველაფერი შესაძლოა გამოწვეული იყოს ნუტრიციული ფაქტორებითაც. თუ მაგალითად შენ გაკლია ვიტამინი B 12 ან ვიტამინი B 1, ამ ორივეს შეუძლია გამოიწვიოს მეხსიერების გაუარესება. ასე რომ აუცილებელია ექიმის რჩევით მიიღო ეს ვიტამინები.

მეხსიერების გაუარესება შესაძლოა გამოწვეული იყოს ძილის აპნოეთი.

მეხსიერების გაუარესება შესაძლოა გამოწვეული იყოს ტყვიითაც – თუ ტყვიის შემცველობა სხეულში 20-60 მიკროგრამ დეცილიტრზე მეტია, ამას შეუძლია გამოიწვიოს მეხსიერების გაუარესება.

ასევე მეხსიერების გაუარესება შეიძლება გამოწვეული იყოს შაქრიანი დიაბეტით. აუცილებლად მიმართეთ ენდოკრინოლოგს რომ სწორად მოხდეს შაქრიანი დიაბეტის გამოცნობა, რადგან ხშირად სახლის პირობებში ეს ვერ ხერხდება.

და ბოლოს სტრესი, დეპრესია და შფოთვა, რაც ჩვენს რეალობაში არის ძალიან ხშირი მიზეზი მეხსიერების დაქვეითების.

მათი მოგვარებით კი იწყება თქვენი მეხსიერების მოგვარება“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე ვიდეომიმართვაში.

Leave a Comment