მამუკა ჯუღელი დუმილს არღვევს – კვარას აგენტმა ყველაფერს ფარდა ახადა

მამუკა ჯუღელი დუმილს არღვევს – კვარას აგენტმა ყველაფერს ფარდა ახადა

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი იტალიურ ტელევიზია CalcioNapoli24-ის პირდაპირ ეთერში ჩაერთო და ფეხბურთელისა და მისი კონტრაქტის გარშემო კითხვებს უპასუხა. 

“კონტრაქტის განახლებაზე საუბარი ნაპოლის ხელმძღვანელობასთან არ გვქონია. ჩვენ კმაყოფილები ვართ იმ კონტრაქტით, რასაც ხვიჩამ ხელი 1 წლის წინ მოაწერა და მას მხოლოდ სპორტული მიზნები აქვს: კვლავ მოიგოს სერია ა და ჩემპიონთა ლიგაზე უკეთ გამოვიდეს. პირადად მე, ნაპოლისთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, აურელიო დე ლაურენტისი ბრწყინვალე პიროვნებაა და მან ყველაფერი გააკეთა, რათა ხვიჩას დიდი ფეხბურთი ეთამაშა” – ამბობს ჯუღელი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *