ასტროლოგი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში, მომდევნო დღეების მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენის შესახებ წერს და საზოგადოებას აფრთხილებს.
„ხვალ და ზეგ: წლის ყველაზე მისტიკური და ფსიქოლოგიურად რთული დღეებია.
19-20 ნოემბერს მთვარის კალენდრის ყველაზე მძიმე, 29-ე დღეს გავდივართ. ამას ემატება მორიელის ენერგია, რაც ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც ჩვენში დაგროვდა — წყენა, შიშები, დაღლილობა — ახლა პიკს აღწევს.
რატომ არის ეს დრო კრიტიკული?
ეს არის „სიბნელე განთიადის წინ“. ენერგია მინიმუმზეა, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ ახალი საქმეები, არ დაგეგმოთ შეხვედრები და არ მიიღოთ საბედისწერო გადაწყვეტილებები ემოციურ ფონზე.
რა უნდა გავაკეთოთ ახალმთვარეობამდე (20 ნოემბრის დილამდე, თბილისის დროით 10:47 საათამდე)?
• დაალაგეთ, დაასუფთავეთ სახლი: თუ გადასაყრელი გაქვთ ძველი, დაზიანებული ნივთები, მოიცილეთ;
• გაასუფთავეთ გონება: აპატიეთ, გაუშვით წარსული და დაასრულეთ ის კავშირები, რომლებიც ენერგიას გართმევთ;
• დეტოქსი: სხეულს ახლა მოსვენება და მსუბუქი საკვები სჭირდება;
• სიჩუმე: ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ მარტო, საკუთარ თავთან.
მოემზადეთ განახლებისთვის, მაგრამ ჯერ ძველი კარი უნდა დაიხუროს!“, – წერს რამაზ გიგაური.




