მომღერალი და ყოფილი ტელეწამყვანი ნინა წკრიალაშვილი იუბილარია. იგი 48 წლის გახდა და სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო. მან დაბადების დღე ოჯახთან ერთად აღნიშნა. მამასთან ერთად გადაღებული ვიდეო კი „ინსტაგრამზე“ გაავრცელა, სადაც ისმის, როგორ ულოცავს იგი შვილს იუბილეს:
„ვულოცავ ქალბატონს, რომელიც დაიბადა მეცხრამეტე საუკუნეში, ახლა ვართ ოცდამეერთე საუკუნეში. ესე იგი, შენ უნდა მიხვდე, რამხელა ხანდაზმული ქალბატონი ხარ, მაგრამ არ გეტყობა არაფერი, ბავშვივით ჭკუა გაქვს, რაც მთავარია. არ გამოიყურები როგორც 48 წლის ქალბატონი, გამოიყურები როგორც 18-19 წლის გოგონა. უფალი გფარავდეს რაც მთავარია“, – ამბობს ნინა წკრიალაშვილის მამა.

Post Views: 973





