8 აგვისტოს მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ტალახაძე მესამე შვილის მამა გახდა. გოგონა „იმედის“ კლინიკაში დაიბადა. მესამე ქალიშვილს მშობლებმა ნიცა დაარქვეს. ახალშობილი 4.200 კგ-ს იწონის, ხოლო 54 სმ-ია. ლაშას და ანუკის კიდევ 2 ქალიშვილი ჰყავთ – მარიამი და ელენე.
რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ფოტო, რომელიც ლაშას მეუღლის სამშობიაროს დატოვების შემდეგ არის გადაღებული.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ ლაშა ტალახაძესა და მის ოჯახს მესამე შვილის შეძენას.
Post Views: 1,409