16 წლის ძიუდოსიტი, ვასიკო სიხარულიძე ძიუდოში ვარჯიშის დროს გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„ვასიკო სიხარულიძე, ჩვენი ძაან სიმპათიური უმცროსი ძმა და ჩვენი ქართული ძიუდოს ოჯახის წევრი, უფალთან გაფრინდა, ზეციურ საქართველოში 8 – სექტემბერს ☦️ დარბაზში ტატამზე
თბილი, უსაყვარლესი და ერთ-ერთი უჯიგრესი ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი, რომელიც ოცნებობდა ლაშა ბექაურივით ოლიმპიურ ჩემპიონობას დატოვა მიწიერი საქართველო, დატოვა კიმონო ტატამზე, როგორც ნამდვილი მეომარი და უფალთან გაფრინდა მისი ნამდვილი ქართული ქრისტიანული სული
ეს ქართული ძიუდოს ოჯახის უმძიმესი ტრაგედიაა, უდიდესი გამონაკლისი და ჩვენი გულის ტკივილი
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი და მენეჯმენტი, შოკში და გაგიჟებულები არიან ამ საშინელი ტრაგედიის გამო და რა თქმა უნდა, ეს ყველაზე მეტად, უდიდესი სიმწარე და საშინელი ტრაგედიაა მისი მშობლების და ოჯახის წევრებისათვის, მისი მეგობრების და თანაკლასელებისათვის
ვიზიარებ მთელი გულით ოჯახის მწუხარებას, ძიუდოს ფედერაციის და ძიუდოს სამყაროს მწუხარებას.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს ვასიკოს სული და ეს ყოფილიყოს პირველი და უკანასკნელი ასეთი ახალგაზრდა, მომავალი ქართველი ერის ტრაგიკული მომენტები”, – წერს დავით ავალიშვილი.