სასიხარულო ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

სასიხარულო ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ხვიჩა კვარაცხელია “ბოლონიასთან” მატჩის შემდეგ თავს კარგად გრძნობს და ტრავმა არ აწუხებს.

მოგეხსენებათ, რომ რუდი გარსიამ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე კვარას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ ხვიჩა მას ესაუბრა და გაუმხილა რომ კუნთების დაჭიმულობა აწუხებდა. როგორც გარსიამ განმარტა, სწორედ ეს იყო იმის მიზეზი რომ ხვიჩა მეორე ტაიმში გაიყვანა.

მედიაში ასევე იწერება, რომ კვარაცხელიამ რუდი გარსიას ნდობა მოიპოვა. ამის მიზეზი კი ის გახლავთ რომ კვარა “ბოლონიასთან” შეხვედრაში საუკეთესო იყო და რუდი ქართველის თამაშით ნასიამოვნები დარჩა.

მომდევნო შეხვედრა ნაპოლის უდინეზეს წინააღმდეგ აქვს. დიდი ალბათობით, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ხვიჩა კვლავ ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს თამაშს.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *