დღეს ცეკვავენ ვარსკვლავების ფინალი გაიმართა, სადაც გამარჯვებულად ბაბი კირკიტაძე დასახელდა, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია და იმედის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტზე წერენ, რომ ძალიან უსამართლოდ მოიქცა პროექტი. რომ ეს ჩაწყობილი იყო და სხვა წყვილი უფრო იმსახურებდა გამარჯვებას. მიუხედავად უამრავი ნეგატიური კომენტარისა ბაბი კირკიტაძეს მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ.
ასევე ირაკლი მაქაცარიამ ჟიურისთან ერთად გადაღებული სურათები გამოაქვეყნა, სადაც იგივენაირად გამარჯვებულის მიმართ ნეგატიური კომენტარების კორიანტელია.
წყარო : Itar.ge
Post Views: 19,321