UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ჩავიდა. ინფორმაციას თავად გაუზიარა საკუთარ ფეისბუკგვერდზე მოქალაქეებს და დაწერა: „კვარას დიდ გამოცდამდე დარჩა ორი დღე. მზად ვართ“.
აღსანიშნავია, რომ მერაბ დვალიშვილის პოსტს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა:
„UFC წესების გარეშე ორთაბრძოლების ცნობილი ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი , 3 დღით ადრე ჩასულა ნეაპოლში “ნაპოლი”-“მილანის” ჩემპიონთა ლიგის თამაშზე დასასწრებად… დადის თურმე ნეაპოლის ქუჩებში და კითხულობს: „ის მარიო რუი, თუ ვიღაცაა…რომელ ქუჩაზე ცხოვრობს“-ო“, – წერს „ბრავო რეკორდსის“ დამფუძნებელი, ზაზა შენგელია.
ცნობისთვის, „ნაპოლისა“ და „მილანს“ შორის განმეორებითი მეოთხედფინალური შეხვედრა 18 აპრილს ნეაპოლში გაიმართება.
Post Views: 2,887