სტეფანო პიოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

სტეფანო პიოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

ნაპოლი ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა. მილანთან ვიქტორ ოსიმენის გვიანი გოლი საკმარისი არ იყო.

მატჩის შემდეგ მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა დავიდე კალაბრიას თამაშს ხაზი გაუსვა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაშობდა.

“კალაბრიამ შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ თანაგუნდელებიც ძალიან დაეხმარნენ. ადვილი არ არის, კვარაცხელიას შეჩერება, რომელიც ძალიან ძლიერი ფეხბურთელია”, – თქვა პიოლიმ თავისი გუნდის მარჯვენა მცველის თამაშის შეფასებისას.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *