ნაპოლის” შემტევს ხვიჩა კვარაცხელიას მადრიდის “რეალთან” ხშირად აკავშირებენ.
მოგეხსენებათ, ქართველმა ფეხბურთელმა “პარტენოპეისთან” შეთანხმებას მიაღწია და კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა.
ახალი ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ბუნებრივია, ხვიჩას არამარტო ხელფასი, არამედ სატრანსფერო ღირებულებაც მკვეთრად გაიზრდება.
22 წლის თავდამსხმელის ტრანსფერი ნებისმიერ გუნდს მინიმუმ 120 მილიონი ევრო დაუჯდება, რაც პატარა თანხა ნამდვილად არაა.
DefensaCentral-ის ინფორმაციით, მადრიდელები ამის გამო გაბრაზდნენ, ვინაიდან ისინი ხვიჩას ხელში ჩაგდებას მაქსიმალურად მცირე თანხის სანაცვლოდ გეგმავდნენ.
აქვე გეტყვით, რომ ახალი კონტრაქტის მიხედვით, კვარაცხელიას წლიური ანაზღაურება 4 მილიონი ევრო იქნება.
Post Views: 1,232