ლუჩანო სპალეტი შესაძლოა ნაპოლიში დაბრუნდეს – რას წერს იტალიური მედია

ლუჩანო სპალეტი შესაძლოა ნაპოლიში დაბრუნდეს – რას წერს იტალიური მედია

იტალიის ნაკრების მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ნაპოლისა და ფროსინონეს შეხვედრას დაესწრო.

ნაპოლის ქომაგები “მარადონაზე” სპალეტის ოვაციებით შეხვდნენ.

ერთ-ერთი ნეაპოლური გამოცემა წერს, რომ შესაძლოა სპალეტი ნაპოლიში დაბრუნდეს.

“ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ როგორ უყვარს და ქომაგობს ნაპოლის სპალეტი. მისი ნაპოლიში დაბრუნება იტალიის ნაკრების წარმატება/წარუმატებლობაზე იქნება დამოკიდებული. როდესაც ნაკრებს დატოვებს, ნაპოლის გარდა სხვა ვარიანტს არ განიხილავს.

როდესაც სპალეტიმ ნაპოლი დატოვა, ამის მიზეზად ის სახელდებოდა რომ ლაურენტისმა გუნდი ვეღარ გააძლიერა და შესაბამისად ამ რესურსით ლუჩანო ვეღარ შეძლებდა ისევ წარმატების მიღწევას. თუ ნაპოლიში ვარსკვლავებს მოიყვანენ, სპალეტის დაბრუნება უფრო რეალური გახდება” – წერს გამოცემა.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *