იტალიაში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს.
“გუგლი გადაიტვირთა, რადგან მთელი იტალია ეძებს იმ სახელმწიფოს, სადაც დაიბადა ხვიჩა კვარაცხელია.
პოულობენ და ვიამაყოთ, რომ ამათ თვალში მხოლოდ ბადანტეები არ დავრჩეთ. უბანში ყველა მეკითხება – იცნობთ Kuicha kuatskeli-ს? ეს არასწორად ნათქვამი გვარ სახელიც კი მიხარეებს გულს. ვიწყებ ჩემი “კვარახჭინა” იტალიურით იმის ახსნას, რომ ის არის პატარა, ულამაზესი სახელმწიფოდან, (ქართველი რომაა, უკვე იციან), სტუმართმოყვარე ერის შვილიათქო (არ ვამბობ, რომ ერთმანეთი გვძულს).
ახლა ტელეფონზე ფულის ჩასარიცხად ვიყავი (10€) და იქ მომუშავე პატარა ბიჭმა ფული არ გადამახდევინა. მადლობა რომ გადავუხადე, მიპასუხა – მადლობა ხვიჩა კვარაცხელიასო. წარმატებები ხვიჩას და მადლობა”, – წერს ქართველი ემიგრანტი.
Post Views: 4,266